კრიმინალი

შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს

შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ. 

გამოცემა Ajara Times ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. მათივე ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ეუბნებიან, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

შსს-ს ცნობითვე, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ვინაობა, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. 

კომენტარები