ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ივანიშვილის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და თამარ ბაგრატიონს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
ყაველაშვილის ადმინისტრაცია მისალოცი ბარათის ფოტოსაც აქვეყნებს.

"მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და ქალბატონ თამარ ბაგრატიონს, ვულოცავთ შობა-ახალ წელს" - წერია მისალოც ბარათზე.
ცნობისთვის, 2025 წლის 27 მაისს, 27 მაისს, ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ადმინისტრაციამ მედიას მხოლოდ თარგმანი გაუგზავნა. ტექსტის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია არ გასაჯაროებულა.





