უკრაინული მედიის მიხედვით, ქვეყნის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ოპოზიციური ფრაქცია ბატკავშჩინას ლიდერი, იულია ტიმოშენკო კორუფციის საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს.
გამოცემა Українська правда, წერს, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური პირებისგან სხვა დეტალები უცნობია და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. გამოცემა ტიმოშენკოს პრესსპიკერსა და ფრაქციის ერთ-ერთ დეპუტატთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
მოგვიანებით გამოცემა Суспільне-მ, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) პრესსპიკერზე, ოლგა პოსტოლიუკზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ SAPO-მ ტიმოშენკოს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით წარუდგინა.
"ეს თანამდებობის პირებისთვის უკანონო სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს - იგულისხმება უკრაინის სახალხო [რადის] დეპუტატი" - განაცხადა პოსტოლიუკმა.





