თავისუფლების მოედანმა "გარდამავალი პერიოდის გეგმა" წარადგინა - მოძრაობის წევრები უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბნენ.
პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მოძრაობამ ბოლო თვეების განმავლობაში შეიმუშავა ხედვა, თუ რქა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ავტოკრატიიდან დემოკრატიაში დასაბრუნებლად. ცუცქირიძის თქმით, გეგმა მოიცავს, თუ რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების შეცვლიდან პირველი 100 დღის განმავლობაში.
"სოციალურ სფეროში არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაჭრის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებთ მშვიდად სხვა საკითხებზე კონცენტრაციას; გეგმაში ასევე ვსაუბრობთ საჯარო სექტორის პარტიული კონტროლიდან გათავისუფლებაზე; რა უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემაში და საერთოდ, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ სამართლიანი საარჩევნო გარემო ქვეყანაში; რა უნდა მოხდეს უშიშროებისა და თავდაცვის სფეროებში; როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების იმდაგვარად გადანაწილება, რომ ავტოკრატიას მომავალში აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიდინოს ის დანაშაული, რასაც ახლა ჩადის; თვითმმართველობის სერიოზული რეფორმის წამოწყება; საერთაშორისო ურთიერთობები - ყველა ამ სფეროს მოიცავს ეს პროგრამა” - თქვა ცუცქირიძემ.





