თავისუფლების მოედანი

პოლიტიკური მოძრაობა, "თავისუფლების მოედანი" პარტიად ჩამოყალიბდა

ტაბულა

პოლიტიკურმა მოძრაობამ, "თავისუფალმა მოედანმა" დღეს დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა, რომელზეც პარტიად ჩამოყალიბდა. 

ყრილობამ პარტიის წესდება დაამტკიცა და სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა აირჩია. 

ყრილობამ თავმჯდომარედ ლევან ცუცქირიძე აირჩია. 

ეროვნული საბჭოს წევრებად ყრილობამ აირჩია: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა, აზა გაბუნია, დავით გზირიშვილი, რევაზ აფხაზავა, ირინე კურტანიძე, ლაშა უჩავა, ლევან შატბერაშვილი, ლია მელთაური, მიხეილ მუმლაძე, ნათია ხარატი, სიმონ ჯანაშია, გიორგი შაიშმელაშვილი, ნატო სლეპაკოვა, მათე ჩაფიჩაძე, არჩილ მჭედლიშვილი, თამთა ჯოლოხავა, შენგელი ტოხოსაშვილი, არჩილ ჟორჟოლიანი, ირაკლი ქობალია. 

"დღეს გაიმართა ჩვენი პირველი ყრილობა. [...] საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური პარტიები. თავისუფლების მოედანი არის ახალი, თვითმყოფადი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია. დღეს ყველა ის ოფიციალური პროცედურა და ასევე პოლიტიკური ნაწილი, რაც სჭირდება პარტიის სათანადო წარდგენას, გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის". - თქვა ცუცქირიძემ. 

კომენტარები