თურქეთი

თურქეთში ISIS-ის 115 წევრი დააკავეს - ისინი საახალწლო ღონისძიებებზე თავდასხმას გეგმავდნენ

საახალწლო დეკორაციები სტამბოლში

თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) 115 წევრი დააკავეს. სტამბოლის მთავარი პროკურორის ოფისის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ქვეყანაში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.

პროკურატურის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტამბოლის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები თურქეთში, განსაკუთრებით არამუსლიმების წინააღმდეგ, შობისა და ახალი წლის აღნიშვნის პერიოდში თავდასხმებს გეგმავდნენ.

განცხადების მიხედვით, პოლიციამ სტამბოლში ჩხრეკები 124 მისამართზე ჩაატარა და 137 ეჭვმიტანილიდან 115 დააკავა. ასევე ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალა.

კომენტარები