ქურდობა

სურამში სახლი გაქურდეს, წაიღეს საყოფაცხოვრებო ნივთები – შსს-მ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სურამში ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2002 წელს დაბადებული ლ.ლ. და 1986 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ლ. და ნ.კ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები