სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სინდისის პატიმრების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და დარღვევებზე ისაუბრებს.
"8 მსჯავრდებულის საქმე შევისწავლეთ, აქედან 3 მსჯავრდებულის შემთხვევაში აღმოვაჩინეთ პროცესუალური დარღვევები, რაზეც მივმართავთ სასამართლოს.
(...) თუ საქმეში არის პროცესუალური არსებითი დარღვევები, ამ შემთხვევაში მივუთითებთ სასამართლოს, რომ ყურადღება გაამახვილოს ამ პროცესუალურ დარღვევებზე, როგორიც მაგალითად იყო, როდესაც ახობაძის და სხვა კიდევ ორი პირის შემთხვევაში არ იყო საქმეზე დამაგრებული ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩხრეკა, ამოღება ჩატარდა პროცესუალური დარღვევებით.
ანალოგიურად, სხვა საკითხებზე, როდესაც ვხედავთ ასეთ დარღვევებს და ვნახეთ ასეთი დარღვევები ამ ადამიანების საქმეებში. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო სასამართლოს მეგობრის სტატუსით და მივუთითო ამ გარემოებებზე." - თქვა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს აქციების დროს დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.





