ქართული ოცნების პოლიტიკა

პაპუაშვილი: გუნდის სიძლიერეს აჩვენებს უნარი, წევრების მხრიდან გადაცდომებიც გამოავლინოს

სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ მას აქვს უნარი, მათ შორის, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ესეც გამოავლინოს, ეს არის სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის, სამართალდამცავ უწყებებში კორუფციასთან დაკავშირებით აქტიური გამოვლენით და გამოძიებებით იქნა მიღწეული. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას ვგულისხმობთ კიდეც.

ასე უპასუხა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას რამდენად ახსნადი იქნება მათი კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკა, როცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდება კითხვები, სად იყო გუნდი თუ ასეთი ფაქტები ხდებოდა. 

კომენტარები