აფეთქება მოსკოვში

მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსი გენერალ-ლეიტენანტი, ფანილ სარვაროვი

მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.

გენერლის სიკვდილის ფაქტი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ დაადასტურა. მისი თქმით, სარვაროვის სიკვდილი აფეთქების შედეგად მიღებულმა ჭრილობებმა გამოიწვია.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი მანქანის ძირში იყო დამონტაჟებული.

ამასთან, პეტრენკოს თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთის მიხედვით, აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები