15 ოქტომბერს, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 6 წლის ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს.
ტელეგრამ-არხი Baza-s ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო დამონტაჟებული და დაახლოებით 08:00 საათზე ამოქმედდა, როდესაც მძღოლი ბომბის მოხსნას ცდილობდა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ავტომობილი 44 წლის ბიზნესმენს, ვიქტორ მიშაჩევს ეკუთვნის. მიშაჩევი კომპანია Шейкер Групп-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც სარესტორნო ბიზნესითაა დაკავებული. კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტი მოსკოვში მდებარე ბარი Гадкий койот-ია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ბიზნესმენის საქმიანობას უკავშირდება.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)