საუბარია იმაზე, როგორი იქნება რუსეთის მომავალი - დაისჯებიან თუ არა, როგორც თქვენ თქვით, კანონის მიხედვით ის ქმედებები ან ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების მოქმედებებს. თქვენ, როგორც ჩანს, გულისხმობთ ჩვენს ცნობილ კანონს, რომელიც მუდმივად ექვემდებარება კრიტიკას, უცხოელი აგენტების შესახებ.
პატივცემულო კოლეგავ, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ ეს ჩვენი გამოგონება არ არის. მსგავსი კანონი მიღებულია დასავლეთის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში და ყველა ეს კანონი, მათ შორის შეერთებული შტატების კანონიც, გაცილებით უფრო მკაცრია. იქ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის, თუ ის უცხოეთიდან ფინანსდება, გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის თავისუფლების აღკვეთაც.
ჩვენთან მსგავსი არაფერია. ჩვენი კანონი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - თუ თქვენ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევით, უნდა განაცხადოთ დაფინანსების წყაროების შესახებ. ჩვენ რეპრესიები და სისხლისსამართლებრივი დევნა არ გვაქვს. მეტიც, თუ ადამიანები წყვეტენ ან პოლიტიკურ საქმიანობას, ან უარს ამბობენ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის გარე დაფინანსებაზე, ისინი ამ სიებიდან ეწერებიან. ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია.





