თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, ბავშვი კი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 17 დეკემბერს, ღამით მოხდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





