მთელი ეს კატასტროფა შესაძლოა თავიდან ყოფილიყო არიდებული, თუ ევროპას ცოტა ოდენ სიმამაცესა და წინდახედულობას გამოიჩენდა. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. რადგან ფრანგები და გერმანელები მოწადინებულები იყვნენ, შეენარჩუნებინათ მოსკოვთან განსაკუთრებული ურთიერთობა და გერმანელებს კი სურდათ კვლავ მიეღოთ ბუნებრივი აირი. ვფიქრობ, ჩვენ ილუზიებიდან უნდა ამოვიყვანოთ ამერიკელები. მათ უნდა გაიაზრონ, რომ საშინელ, საშინელ შეცდომას უშვებენ. პირველ რიგში, საკუთარ თავებს მორალურად წამლავენ იმის გაკეთებით, რაც ამერიკის არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძალით წართმეული ტერიტორიას ოფიციალური დიპლომატიურ აღიარებას უკეთებენ. ეს ის საზიზღობაა, რასაც, ვფიქრობ, ეს ადმინისტრაცია ვერასდროს გამოასწორებს. მეორე საკითხი კი ისაა, რომ ეს არ იმუშავებს. პრინციპების ამ საშინელი დათმობით, ნახავენ, რომ პუტინი ამას ჯიბეში ჩაიდებს და გააგრძელებს იგივეს კეთებას რადგან მას ეს საერთოდ არ აინტერესებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ჯონსონი: პრინციპების საშინელი დათმობით, აშშ ნახავს, რომ პუტინი გააგრძელებს იგივეს კეთებას
tbl.ge/7ec7
დაკოპირდა

ამბობს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი The Spectator-თან მიცემულ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
- კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარს რუსული დრონი მოხვდა – СБУ
- რუსეთი ირწმუნება, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
- ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე - ზელენსკი
- მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიის, ქრისტიანობის წინააღმდეგ - მიტროპოლიტი ეპიფანე




