ქართული ოცნების პოლიტიკა

დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე - კობახიძე EU-ს საბჭოს გაფართოების დოკუმენტზე

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობის დოკუმენტს "კრიმინალურ აქტებზე" პასუხისმგებლობის აღება უწოდა და დასძინა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ადგილზე სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გაიზიარებდა. 

"რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით რაზეა საუბარი? საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს, რეალურად ჩვენ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება, დაერქვა სახელი ეგრეთწოდებულ ენჯეოებს, ეგრეთწოდებულ სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა რეალურად თავისი სახელი და საბოლოო ჯამში ეს არ მოსწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში, აქაც მე მათ ადგილზე, არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ საქმეებზე, რომლებსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ეგრეთწოდებული ენჯეოები და ეგრეთწოდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

ყველა მიმართულებით მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ." - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, დოკუმენტში თავმჯდომარეობა ოცნების ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების მიღებასა და სასამართლო სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას უსვამს ხაზს. ასევე, დასკვნებში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეები და ჟურნალისტები თვითნებურად დააკავა. ამასთან, თავმჯდომარეობა ოცნების ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნას გმობს. 

კომენტარები