თურქეთი

თურქეთმა შავი ზღვიდან მის საჰაერო სივრცეში შემავალი უკონტროლო დრონი ჩამოაგდო

Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონი

თურქეთმა შავი ზღვიდან მის საჰაერო სივრცეში შემავალი დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების მიხედვით, დრონი უკონტროლო იყო და ის უსაფრთხო ადგილზე ჩამოაგდეს, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული უპილიტო საფრენი აპარატის წარმომავლობა. 

გასულ კვირას, თურქეთმა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულ მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვის შედეგად ორი თურქული სატვირთო გემი დაზიანდა.

NATO-ს განცხადების მიხედვით, თურქეთმა ალიანსთან კოორდინაციით F-16-ის ტიპის გამანადგურებლები დრონის დაფიქსირების შემდეგ მოიყვანა მზადყოფნაში.

კომენტარები