СБУ-ს დრონები კასპიის ზღვაში რუსეთის ნავთობმომპოვებელ პლატფორმას თავს მესამედ დაესხნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) დრონები უკანასკნელი კვირის განმავლობაში კასპიის ზღვაში მდებარე რუსეთის ოფშორულ ნავთობმომპოვებელ პლატფორმას თავს მესამედ დაესხნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთ ობიექტზე ოპერაციები შეჩერდა. ინფორმაციას Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, СБУ-ს შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა დარტყმები მიაყენეს Лукойл- Нижневолжскнефть-ის მფლობელობაში მყოფ კორჩაგინის ნავთობისა და გაზის კონდენსატის საბადოზე მდებარე პლატფორმას, დააზიანეს კრიტიკული აღჭურვილობა და გამოიწვიეს ოპერაციების შეჩერება.

Global Energy Monitor-ის მონაცემების მიხედვით, კორჩაგინის საბადოზე ნავთობის წარმოებამ 2023 წელს დაახლოებით 7.33 მილიონი ბარელი შეადგინა (დაახლოებით 20,000 ბარელი დღეში), მისი წლიური სიმძლავრე კი 1 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს.

მანამდე, 11 და 12 დეკემბერს СБУ-ს დრონებმა დარტყმები მიიტანეს ფილანოვსკისა და კორჩაგინის საბადოებზე.

კომენტარები