სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილი პირი 22 წლის მამაკაცია. ასევე, შსს-ში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი დაშავდა.
როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.





