ისრაელის ომი ტერორიზმთან

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ღამის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში საჰაერო იერიშები მიიტანა, რომელთა სამიზნეც ჰეზბოლას ობიექტები, მათ შორის, საწვრთნელი ცენტრი იყო, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების ელიტური დანაყოფის, რადვანის ძალები იყენებდა.

არმიის განცხადებით, რადვანის ძალების "საწვრთნელ და საკვალიფიკაციო კომპლექსს: ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ გეგმების შესამუშავებლად და იერიშების მისატანად იყენებდა.

ამასთანავე, IDF-ის მიხედვით, საჰაერო იერიშების ფარგლებში დაარტყეს ჰეზბოლას მიერ გამოყენებულ რამდენიმე შენობასა და სამხრეთ ლიბანში სარაკეტო გამშვებ პუნქტს. 

კომენტარები