ისრაელის ომი ტერორიზმთან

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის სამხედრო ფრთის ახლად დანიშნული მეთაური მოკლა

Amir Cohen/Reuters

ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მოკლეს, რომლის წინამორბედიც ისრაელის საჰაერო დარტყმას რამდენიმე დღის წინ ემსხვერპლა.

ისრაელის არმიის ცნობით, მოჰამედ ოდეჰი 26 მაისს ღაზის სექტორში ჩატარებული საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს. 

გამოცემა Reuters-თან საუბრისას ოდეჰის ნათესავმა ინფორმაცია დაადასტურა, ხოლო მისი ოჯახის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საჰაერო იერიშს ასევე ოდეჰის ცოლ-შვილიც ემსხვერპლა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოდეჰი 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს, დაჯგუფების სადაზვერვო დანაყოფს მეთაურობდა და ერთი კვირის წინ ის სამხედრო ფრთის მეთაურად დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 15 მაისს ისრაელმა მისი წინამორბედი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი, მოკლა. 

კომენტარები