რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, იმედგაცრუებულია, რომ ზელენსკის სამშვიდობო წინადადება ჯერ არ წაუკითხავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის არ არის მისაღები სამშვიდობო წინადადება, რომელიც ზელენსკის "ჯერ არც წაუკითხავს." ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მაიამიში უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. 

"ჩვენ საუბრები გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინელ ლიდერებთან, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის [სამშვიდობო] წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. ეს რამდენიმე საათის წინ იყო. მის ხალხს მოსწონს ეს, მაგრამ მას - არა. რუსეთისთვის მისაღებია ეს [წინადადება]. რუსეთს, ალბათ, მთელი ქვეყანა ურჩევნია, მაგრამ რუსეთისთვის, ჩემი აზრით, მისაღებია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკისთვის არის მისაღები. მის ხალხს მოსწონს [წინადადება], მაგრამ მას ის არ წაუკითხავს." - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინს აშშ-ს სამშვიდობო გეგმისადმი მხარდაჭერა საჯაროდ ამ დრომდე არ გამოუხატავს. მან 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად აშშ-ს გეგმის გარკვეული ნაწილები კრემლისთვის მიუღებელია. 

კომენტარები