პარტიების აკრძალვა

მაჭარაშვილი: აუცილებლად ჩანაცვლდება ქართული ოპოზიცია ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით

მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, დაემატა 4 ოქტომბრის საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ანტისახელმწიფოებრივი და ვფიქრობ, ძალიან დიდი შრომა არ დასჭირდება მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ენმ და მისი ფილიალები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს. თუმცა, ბოლოს განვითარებული ქმედებები, ელისაშვილის ქმედება, ლელოს პოზიცია პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ ეს ძალა, რასაც ჰქვია ენმ თავისი ჩაშლილი ფილიალებით, არ იშლის თავისას და მანამ, სანამ არსებობს იურიდიულად, იქნება დამაზიანებლის როლში თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ. არც უნდა ჰქონდეთ არანაირი მომავალი.

აუცილებლად მოხდება მათი ჩანაცვლება ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით საქართველოში. გამოჩნდება, ამას ქართველი ხალხი აუცილებლად დაინახავს [...]

აუცილებლად ჩანაცვლდება ქართული ოპოზიცია და იქნება ჯანსაღი ოპოზიცია საქართველოში, უკვე საზოგადოებას ექნება არჩევანი არა ძალიან ცუდს, უბედურებას და კარგს, არამედ კარგს და უკეთესს შორის.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის ეთერში.

28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ. ეს პარტიებია: ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.

კომენტარები