რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა, სავარაუდოდ, რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გემზე თავდასხმას უარყოფს

დაზიანებები საქართველოსკენ მომავალ გემ მიდვოლგა-2-ზე

უკრაინა რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გემ მიდვოლგა-2-ზე, რომელსაც მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმას უარყოფს.

"უკრაინას არაფერი აქვს საერთო ამ ინციდენტთან და ჩვენ ოფიციალურად უარვყოფთ რუსული პროპაგანდის ასეთ განცხადებებს. მეტიც, სავარაუდო მარშრუტი რუსეთიდან საქართველოში, თურქეთის ეკონომიკური ზონის გავლით აზრს მოკლებულია და მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ყველაფერი რუსეთმა მოაწყო" - დაწერა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ სოციალურ ქსელში.

აქმდე, 2 დეკემბერს თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო საქმეთა სამმართველომ განაცხადა, რომ გემ მიდვოლგა-2-ზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოსკენ მიემართებოდა, იერიში მიიტანეს. 

რუსულ მედიაში წერდნენ, რომ გემზე იერიში დრონმა მიიტანა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მიდვოლგა-2 საქართველოსკენ არ მოემართებოდა.

 

კომენტარები