NATO-რუსეთი

დრაგონე FT-ს: NATO რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ "მეტ აგრესიულობას" განიხილავს

ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე
Massimo Todaro/Shutterstock

გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებზე, საბოტაჟსა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე საპასუხოდ "უფრო აგრესიული" პასუხების გასაცემად ემზადება.

"კიბერ კუთხით, ჩვენ ერთგვარად რეაქტიულები ვართ. უფრო მეტი აგრესიულობა ან პროაქტიულობა, რეაქტიულობის ნაცვლად, არის ის, რის შესახებაც ჩვენ ვფიქრობთ," თქვა დრაგონემ.

იტალიელმა ადმირალმა ასევე აღნიშნა, რომ "პრევენციული დარტყმა" შესაძლოა, "თავდაცვით ქმედებად" იყოს განხილული, თუმცა დაამატა, რომ "ეს უფრო შორსაა ჩვენთვის ჩვეული აზრონვებისგან და საქციელისგან."

"ჩვენი მოწინააღმდეგის აგრესიულობასთან შედარებით უფრო მეტი აგრესიულობა შესაძლოა, ვარიანტი იყოს. [საქმე ეხება] იურიდიულ ჩარჩოს, იურისდიქციულ ჩარჩოს, ვინ გააკეთებს ამას?" - დაამატა დრაგონემ.

კომენტარები