დღეს ჩემს სახლში [უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო] НАБУ და [პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახური] САП საპროცესო მოქმედებებს მართლაც ატარებენ.
გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ. მათ ბინაზე სრული წვდომა მიეცათ და ადგილზე ჩემი ადვოკატები იმყოფებიან, რომლებიც სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან, [გამოძიებასთან] სრულიად ვთანამშრომლობ.





