ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის, დილისკას გამგებელს, ოგანნეს გაბრიელანს მოზარდის ცემაში ადანაშაულებენ. TV პირველის ინფორამციით, გაბრიელიანს არასრულწლოვნისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში 15 წლის მოზარდისთვის ოჯახი ადანაშაულებს.
მოზარდის ოჯახის წევრის თქმით, გაბრიელიანმა, 5 სხვა პირთან ერთად, ბიჭის ცემის შემდეგ, პოლიციას თავად მიმართა.
"გურგენა გრიგერიანი, 5 ადამიანი, 3 უფროსი კაცი 50 წელს ზემოთ, თავისი ფორდის მანქანით მოვიდნენ სოფელში, ვინც შეხვდათ სცემდნენ. ბავშვმა რომ დაინახა, როგორ ურტყამდნენ ხალხს გაიქცა, გზაში დაიჭირა სოფლის გამგებელმა, ფორდზე მიაყენა და ურტყა და ურტყა, სანამ გული არ აერია. უკნიდან "კაპიშონით" დაიჭირა და იხრჩობოდა ბავშვი, ურტყამდნენ ნეკნებში, დალურჯებული ჰქონდა, ასევე თავში. ერთი ოჯახის ექვსი წევრი იყო. მათ ასე იციან. პირველად არ არის, რომ სოფელში ხალხს სცემენ. ეს ამბავი უკვე მეშვიდე ამბავია. თვითონ წავიდნენ პოლიციაში, დააწერინეს, რომ ჩვენ გვცემეს სოფელშიო". - უთხრა TV პირველს მოზარდის ოჯახის წევრმა.
TV პირველი ასევე დაუკავშირდა თავად ოგანეს გაბრიელიანს, რომელმაც დაადასტურა, რომ მასთან შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა უარყო აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა.
"არ ვიცი რაზე მესაუბრებით, მე არანაირ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიმიღია, რასაც მეუბნებით ჭორია. გიდასტურებთ, რომ პოლიცია ნამდვილად იყო ჩემთან და გამომკითხეს, თუმცა არ ვიცი რა შუაში ვარ ამ დაპირისპირებასთან". - უთხრა გაბრიელიანმა TV პირველს [სინქრონული თარგმანი].
ახალქალაქი
მანქანასთან დააყენა და ურტყა – ახალქალაქის სოფლის გამგებელს მოზარდის ცემაში ადანაშაულებენ





