ახალქალაქი

ახალქალაქში 27 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

JNEWS

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დისტანციური სხდომის შემდეგ, 27 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

პატიმრობას დაკავებული და ადვოკატიც დაეთანხმნენ, მათი აზრით, ბრალდებულის გარეთ ყოფნა საფრთხის შემცველია. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. 

ახალქალაქში დაპირისპირება 8 აგვისტოს მოხდა. დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მოკლული კაცის ნათესავებმა კი რამდენიმე სახლი დაწვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით. დანაშაულის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები