რაც შეეხება ძირითად უპირატესობებს, რაც უკავშირდება 12-წლიანიდან 11-წლიან სწავლების მოდელზე გადასვლასთან. პირველ რიგში, როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, კითხვა დავუსვი განათლების სფეროს სპეციალისტებს - არის თუ არა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა 11 წელიწადში და ამაზე საწინააღმდეგო პასუხი ვერ მივიღე, რეალურად დადასტურდა რომ შესაძლებელია, მცირე გადანაწილება დასჭირდება სასწავლო პროგრამას. ამის შემდეგ დაისვა შეკითხვა - თუ შესაძლებელია, მაშინ რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელი, თუ შესაძლებელია, რომ იგივე პროგრამა აითვისოს 11 წელში?
აქ არის ეკონომიკური ეფექტიც, დამატებით გემატება დაახლოებით 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული პრობლემა არის რომ მეთორმეტე კლასში მოსწავლეები საერთოდ არ დადიან სკოლაში, ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღები გამოცდების შინაარსთან და მოსწავლეს ურჩევნია მოემზადოს რეპეტიტორთან და ასე ჩააბაროს გამოცდა. უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე, თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელია სწავლა, მაშინ სჯობს გადავიდეთ 11 წელზე.
ერთადერთი რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს იყო, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება. არავინ საუბრობდა იმაზე, საჭიროა თუ არა 12-წლიანი სწავლება, ერთადერთი ის იყო, რომ თუ 12 წელი არ ისწავლა ბავშვმა, საზღვარგარეთ ვერ წავა პირველი კურსიდან უნივერსიტეტში. ამაზე გვაქვს მარტივი გადაწყვეტა, ეს არ არის ხომ მთავარი საკითხი, მთავარია 11 სჯობს თუ 12 წელი. [...] რა თქმა უნდა, ზოგადადაც ბევრი მინუსი აქვს მიგრაციას, როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში, ამიტომაც მინუსი უფრო მეტი აქვს საზღვარგარეთ წასვლას, ვიდრე პლიუსი.
[...] თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ამაზეც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. პირველი, ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს და შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, ხოლო საჯარო სკოლებში თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რათა შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისათვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისშიც.
კობახიძის განათლების რეფორმა
კობახიძე: საჯარო სკოლებში თუ ვინმეს ენდომება, გაიაროს მე-12 კლასი, იქნება სპეცკლასები





