ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტებში დაგეგმილ "რეფორმასთან" დაკავშრებით საუბრისას ამბობს, რომ ახალი მოდელი არ შეეხებათ სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ უნივერსიტეტში.
ამასთან, მისივე თქმით, "3+1 მოდელზე" გადასვლა და ახალი საგრნატო მოდელით სწავლის დაფინანსება სექტემბერში უნდა ამოქმედდეს.
"უნივერსიტეტებში ახალი მოდელით მიღება უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, სექტემბრიდან და უკვე უნდა ამ თვეებში მომზადდეეს ამისთვის პირობები, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელით. აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტში, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების, საგრანტო მოდელით, ანუ მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა.
როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არცერთ შემთხვევაში არ შეეხება მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული უნივერსტეტებში" - ამბობს კობახიძე.





