რუსული რეჟიმი

პეტრიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მელითაურს 4-დღიანი

რეზი პეტრიაშვილი, ია მელითაური

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების პროცესები გაიმართა.

მოსამართლე დავით მაკარაძის გადაწყვეტილებით, რეზი პეტრიაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კი ია მელითაურს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ია მელითაურს დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. რეზი პეტრიაშვილი კი, შსს-ს მტკიცებით, იმიტომ დააკავეს, რომ მან იდენტიფიცირების მიზნით პოლიციას სახელი და გვარი არ უთხრა.

კომენტარები