ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავა

კალაძე: ივანიშვილის პოლიტიკური ნიშნით შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში გაიმარჯვა, თუმცა, აღსრულება არ ხდება. ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია, მსოფლიოში არფორმალური მმართველობაა და სწორედ მათ მიერ ივანიშვილისა და მისი ოჯახის პოლიტიკური ნიშნით შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს. რასაც ვხედავთ, ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ განაჩენის აღსრულება მოხდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არაფორმალური მმართველობის დამოკიდებულება ქვეყანასთან და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში.

ბატონ ბიძინას სანქციებიც ისე დაუწესა ამერიკულმა მხარემ, რომ არანაირი განმარტება და კონკრეტიკა არ ყოფილა. ამდენი ხანია საუბრობენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე და ა.შ. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად ვერ გამოიყენეს.

თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ Credit Suisse Life-თან მოგებულ დავაზე.

კომენტარები