ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავა

ივანიშვილის პროპაგანდისტი: აშშ აკონტროლებს ევროპულ მედიას და შვეიცარიის საბანკო სისტემას

კიდევ ერთხელ გამოჩნდა უხილავი ხელი, რომელმაც უკლებლივ ყველა სტატია ერთიანად დაბლოკა. დაბლოკვის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ადვოკატებმა არა ბანკის, როგორც ასეთის, არამედ მისი მენეჯმენტის მიმართ გამოთქვეს საფუძვლიანი ეჭვები.

გამოსაქვეყნებელ სტატიებში განვითარებული ლოგიკის მიხედვით, ბანკის მენეჯმენტი მიზანმიმართულად ანგრევს კრედიტ სუისს და შვეიცარიის საბანკო სისტემას და ამით უმძიმეს ზიანს აყენებს შვეიცარიის სახელმწიფო ინტერესებს. სწორედ ამ სქემის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის შეეშინდათ იმ ძალებს, რომლებიც ბანკის მენეჯმენტს აკონტროლებენ. მათ შეეშინდათ აჟიოტაჟის, რომელიც ამ სკანდალურ ინფორმაციას შვეიცარიულ საზოგადოებაში შეიძლება გამოეწვია.

ამერიკა რომ შვეიცარიის საბანკო სისტემას აკონტროლებს, ამაზე წინა წერილებში არაერთგზის მქონდა საუბარი. მედიაზე და განსაკუთრებით, წამყვან ევროპულ მედიასაშუალებებზეც რომ ექნებოდათ სერიოზული გავლენა, ამაშიც დარწმუნებული ვიყავი. თუმცა, საერთაშორისო მედიაზე სრული კონტროლი თუ ქონდათ დამყარებული, აქამდე ნამდვილად არ მეგონა. აღმოჩნდა, რომ როგორც 2012 წლამდე აკონტროლებდნენ სრულად ქართულ მედიას სააკაშვილის მეშვეობით, ზუსტად ასევე სრულად აკონტროლებენ ისინი დღეს ევროპულ მედიასაც.

POS TV-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი იურიდიული ფირმა ემ-ქეი-დის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიულმა მედიამ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავის შესახებ მათი 7 ივლისის პრესრელიზი არ გააშუქა. ქართული ოცნების დამფუძნებლის უფლებადამცველების განცხადებით, "წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა", რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს უარის მიღმა შეიძლება "სხვა საფუძველი" არსებობდეს, რაც "მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი" იქნებოდა შვეიცარიიდან. 

კომენტარები