NATO-საქართველო

NATO-ს წარმომადგენლის თქმით, ახალი წლის მილოცვას პარტნიორის სტატუსზე გავლენა არ აქვს

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე

ტელეკომპანია ფორმულას NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ გენერალური მდივანი, როგორც წესი, ახალი წლის მისალოც წერილს ალიანსის ყველა პარტნიორს უგზავნის. NATO-ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ქმედება "პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე" გავლენას არ ახდენს.

"როგორც წესი, გენერალური მდივანი ახალ წელს უგზავნის მისალოც წერილს NATO-ს ყველა პარტნიორს, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე. ნატო ღრმად შეშფოთებული რჩება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით". - უპასუხა ტელეკომპანია ფორმულას NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, 31 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ირაკლი კობახიძეს ახალი წელი მიულოცა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კომენტარები