ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი ონლაინმედიებზე: ესენი არიან, ვებ-გვერდიანი NGO-ები

როდესაც საუბარია, ამ კონკრეტულ ონლაინ მედიებზე - ეს არის ასევე, ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები.

სინამდვილეში ესენი არიან, ჩვეულებრივი NGO-ები, რომლებსაც აქვთ ვებ-გვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცებს ვებ-გვერდზე თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით არიან ვებ-გვერდიანი NGO-ები, ვინაიდან არავითარი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს.

[…] არიან მიკროფონიანი NGO-ებიც, რითი განასხვავებთ თქვენ “პუბლიკას” “საერთაშორისო გამჭვირვალობისგან” - არაფერი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებუელბაში, სტანდარტებში, ერთადერთი, ეს არის მიკროფონიანი “საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც უფრო მეტ სტატიას, ტექსტებს დებს თავის ვებ-გვერდზე, ვიდრე ესენი.

ნუ იტყვიან, რომ არიან ჟურნალისტები, ვინაიდან ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას და არა ამბების შექმნას

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები