რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გრემი: აშკარაა, რომ მშვიდობა არ იქნება, სანამ პუტინს თავი მძღოლის სავარძელში ჰგონია

იმედი მაქვს, რომ ჟენევაში შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს და რომ უკრაინა და აშშ შეძლებენ, მომდევნო ნაბიჯებზე შეთანხმებას ამ საშინელი ომის დასამთავრებლად. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის. თუმცა, ჩემთვის აშკარაა, რომ მშვიდობა არ იქნება, სანამ პუტინს ჰგონია, რომ მძღოლის სავარძელში იმყოფება. ის კაპიტულაციას მოითხოვს და არა - მშვიდობას. [პუტინისთვის] ამის მიცემა მსოფლიოში უფრო მეტ აგრესიას წაახალისებს და ეს ყველა ჩვენგანს ცუდად დაუბრუნდება.

ამ მხრივ ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოს მრავალი კარტი გააჩნიათ, რომლებიც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ ყოფილა გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ ღირსეული და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას, მაგრამ თუ პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის, კომპრომისული სამშვიდობო წინადადებების უარყოფას და დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას, მაშინ დროა, რომ აშშ-მ და დანარჩენმა მსოფლიომ კარტებით სხვანაირი თამაში დაიწყონ.

წერს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი X-ზე.

კომენტარები