საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები