პუტინის რუსეთი

მედია: რუსეთში ანტიპუტინური სიმღერისთვის დაჭერილი მუსიკოსი გამოუშვეს, მან ქვეყანა დატოვა

REUTERS/Anton Vaganov

რუსული ადგილობრივი მედია Фонтанка.ру წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქტ-პეტერბურგში ხელისუფლებამ კრემლის საწინააღმდეგო სიმღერების შესრულებისთვის სამჯერ დაკავებული ქუჩის მუსიკოსი, დიანა ლოგინოვა, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. წყაროების თქმით, მასთან ერთად გათავისუფლდა მეორე ქუჩის მუსიკოსი, ალექსანდრე ორლოვიც.

Фонтанка-ს წყაროების მიხედვით, პოლიციამ ორი მუსიკოსი საპატიმროდან სხვა ადგილზე გადაიყვანა, რათა ჟურნალისტებს, რომლებიც მუსიკოსების გამოსვლას ელოდნენ, მათთვის კითხვების დასმის საშუალება არ ჰქონოდათ. თავის მხრივ, ლოგინოვას ადვოკატმა დაადასტურა, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. ხოლო რადიოსადგური ЭХО ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ლოგინოვამ რუსეთი დატოვა. 

ჯგუფ Stoptime-ის 18 წლის ვოკალისტს 14 ოქტომბერს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ქვეყნის მასშტაბით აკრძალული სიმღერის - Swan Lake Cooperative-ის - შესრულებისთვის 13-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თუმცა, სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ ლოგინოვა, რომელიც 10 ნოემბერს უნდა გამოეშვათ, ციხიდან გამოსვლისთანავე კვლავ დააკავა. 

ცნობისთვის, 2025 წლის მაისში სასამართლომ Swan Lake Cooperative აკრძალა, როგორც "მთავრობის ძალადობრივი გზით დამხობის პროპაგანდა" და "საფრთხე არასრულწლოვანთა ზნეობრივი და ეთიკური განვითარებისთვის".

კომენტარები