რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: 28-პუნქტიანი გეგმა უნდა გამყარდეს, ევროპის უსაფრთხოება და თავისუფლება სასწორზეა

ევროპელ და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად მივესალმებით აშშ-ს ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

ეს აჩვენებს ერთ რამეს: მშვიდობა ყველას უნდა - რუსეთის გარდა, რომელიც ჯიუტად განაგრძობს უკრაინის დაბომბვას.

28-პუნქტიანი წინადადება უნდა გამყარდეს: ძალით ვერანაირი საზღვრის შეცვლა ვერ უნდა მოხდეს და უკრაინა არასდროს არ უნდა დარჩეს დაუცველი.

ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროკავშირს ან NATO-ს ეხება, უნდა იყოს მათი წევრი სახელმწიფოების თანხმობა.

ჩვენ გავაგრძელებთ კიევთან და ვაშინგტონთან მჭიდრო კოორდინაციას.

უკრაინისადმი ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა გადამწყვეტია. სასწორზე მთელი ევროპის უსაფრთხოება და თავისუფლება დგას.

წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე.

კომენტარები