მაშინ როდესაც ჩვენ გარე ძალები და ჩვენი შიდა ოპოზიცია და NGO-ები გვექაჩებოდნენ ომში, მაშინ ვთქვით ჩვენ ზუსტად, რომ ვინ თუ არა ქართველებმა ვიცით ძალიან კარგად და მწარე გამოცდილებით, როგორ იწყება და სრულდება ასეთი ომები. ამიტომაც იყო საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად თბილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიდექით ზუსტად ასეთი დამანგრეველი ომის პირზე, სადაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ გარე თუ შიდა ძალები.
ამის საპირწონედ, ჩვენ ვხედავდით ყალბ მჯიღისცემას მკერდში, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან, იმის გააზრების გარეშე ზოგიერთის მხრიდან, თუ რას წარმოადგენდა, ამგვარი ისტერიის დათესვა საქართველოში.
მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. ისეთ მდგომარეობაშია მისი ხელისუფლება, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან ჩიხში არის შესული ეს პერიპეტიები და ომი. გამოსავალი ომის გაგრძელება - მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა.
პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც იმის დასტურია, რომ ეს არის ორი ცუდი არჩეანიდან არჩევანის გაკეთება. ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენ თავსაც დამართნოდა, რომ ჩვენ რეალური არჩევანი არ გვქონოდა და ორი ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენბინეთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც დასრულება





