კრიმინალი

მანქანის ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ $50 000 მიისაკუთრეს - აჭარაში 2 პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი -  1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. - ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში - 50 000-მდე აშშ დოლარის ოდენობით. პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

კომენტარები