საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე EU-ზე: როგორ შეიძლება, თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი, გაურბიან დისკუსიას

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვართ ბოლომდე წელში გამართული.

აქაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბებს ეძებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ. რეალურად საბაბია, როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო, მემგონი ეს დასახელდა მიზეზად, ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება. ადრე საკავშირო ხელისუფლებას უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და ახლა ევროკავშირის ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც საკავშირო ხელისუფლება. არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ TV IMEDI-ის ეთერში.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს რეალპოლიტიკის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

გამოცემის ცნობით, მიზეზი საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა.

კომენტარები