ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების დოკუმენტს მოაწერა ხელი. 

გამარტივებული წესით სარგებლობა შეეძლებათ პირებს, რომლებიც 2008 წლის 26 აგვისტოდან, აპლიკაციის შეტანამდე, ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების "მოქალაქეები" არიან. 

აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის მისაღებად რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა სავალდებული აღარ იქნება. ასევე, მსურველებს შეეძლებათ მოქალაქეობის მიღების მოთხოვნისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რუსეთის ე.წ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართონ. 

კომენტარები