გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო სექტორის დაფინანსების გზებს ეძებს.
"საქართველოს მთავრობა ძალიან სიფრთხილით ეკიდება იმას, თუ ვის ვუნაწილებთ დაფინანსებას. ფინანსური დახმარება გაორმაგდა და კიდევ გაიზრდება. ამჟამად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მათ ზიანი არ მივაყენოთ. მაგალითად, გასულ კვირას, კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართე შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელიც დაესწრო" – ამბობს კოსი ევროკავშირის გაფართოების ფორუმის პანელური დისკუსიის დროს.





