დიაბეტი

დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია – სამინისტრო

commonhealth.com

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია და ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" ხელმისაწვდომია. 

"ინსულინის მიწოდება არასდროს ყოფილა შეფერხებული და დაბრკოლებული, მათ ექნებათ კვლავაც ამ ალტერნატიული საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ექნებათ არჩევანი სხვადასხვა, ყველაზე მაღალი ხარისხის პრეპარატებს შორის. იყო პერიოდი, როდესაც გვქონდა შეზღუდვა ერთ-ერთ მედიკამენტზე, ამ პერიოდში მოქალაქეები მომარაგებულები იყვნენ ალტერნატიული მედიკამენტით. დღეიდან მათ კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ორივე მედიკამენტით". - განაცხადა ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

უწყების ცნობით, პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ "ნოვორაპიდს" დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული "აპიდრათი" განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე "აპიდრას" იყენებდა.

"შეგახსენებთ, მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი, საქართველოს, დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა "ნოვორაპიდის" ანალოგი "აპიდრათი" გააგრძელეს". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები