აშშ-ს სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს ოაჰუს სამხრეთით, დაახლოებით 24 კილომეტრის მანძილზე, ამერიკის წყლებთან ახლოს, რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნეს.
სანაპირო დაცვამ აღნიშნა, რომ მათ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ძალების საერთო სადაზვერვო გემის Kareliya-ს გამოჩენის საპასუხოდ თვითმფრინავი და საპატრულო ხომალდი გააგზავნეს.
"საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში, სანაპირო დაცვა აშშ-ს სახელმწიფო წყლებთან ახლოს რუსული ხომალდების მოქმედებებს აკვირდება, რათა შეინარჩუნოს ამერიკის ხომალდების უსაფრთხო მოქმედების შესაძლებლობა და აშშ-ს სახმელეთო თავდაცვის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს." - წერია სანაპირო დაცვის განცხადებაში.
ამასთან, სანაპირო დაცვამ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უცხოურ საზღვაო ხომალდებს უფლება აქვთ, "სატრანზიტო ოპერაციები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული წყლებიდან 12 საზღვაო მილის დაშორებით წარმართონ."




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
