რუსეთის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის პროცედურა გაამარტივა.
ახალი წესდების მიხედვით, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას რუსული პასპორტის ასაღებად ან გასაახლებლად რუსეთის ფედერაციაში წასვლა არ დასჭირდებათ. პასპორტებს მსურველები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღებენ.
პასპორტების გაცემაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ჯგუფები იმუშავებენ.





