პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი 2 პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ისინი 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტს ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურის განცხადებით, ისინი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ბიზნესმენი ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი 8 წლის განმავლობაში, 2017-2025 წლებში იყო





