ისრაელის ომი ტერორიზმთან

მედია: ისრაელმა ლიბანის არმია გააფრთხილა, რომ ჰეზბოლას განიარაღებაზე საკმარისად არ მუშაობს

8 ნოემბერს გავრცელებული ცნობების მიხედვით, ისრაელმა ლიბანის არმია გააფრთხილა, რომ უკმაყოფილონი არიან ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯებით და ასევე პირობა დადო, რომ დაბომბვის კამპანიას გააძლიერებს, თუკი ვითარება არ შეიცვლება. 

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Kan-ის ცნობით, ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესანარჩუნებლად აშშ-ს ხელმძღვანელობით არსებული მექანიზმის მეშვეობით, ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანი საკმარისად არ მუშაობს ჰეზბოლას განიარაღებაზე და ყურადღება გაამახვილა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან შეუფერხებლად გადადგმულ რამდენიმე ნაბიჯზე, რომლის მიზანიც ძალების აღდგენაა. 

Kan-ის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანი გააფრთხილა, რომ არსენალის აღდგენაზე მუშაობს ჰეზბოლა გასულ წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, რაც ტერორისტულ დაჯგუფებას განიარაღებას ავალდებულებდა. 

გავრცელებული ცნობებით, ბოლო კვირებში ჰეზბოლამ სირიიდან ლიბანში ასობით რაკეტა შეიტანა, ისრაელთან ბრძოლისას დაზიანებული რაკეტის გამშვებები აღადგინა და ათასობით ახალი წევრი მიიღო. 

"თქვენ საკმარისს არ აკეთებთ ჰეზბოლას წინააღმდეგ, არც ტემპით და არც მასშტაბით. რურარულ რეგიონებსა და კერძო საკუთრებაში მნიშვნელოვანი ქმედებების გარეშე ისრაელი გააგრძელებს ძალით იერიშებს." - ციტირებს ლიბანისადმი გაგზავნილ მესიჯს ისრაელური საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

კომენტარები