საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღების შესახებ.
ტურავამ სოცაილურ ქსელში კომენტარით უპასუხა საოქალაქო აქტივისტ ელენე ქაიხოსროსვილის მიერ გაზიარებულ პოსტს.
"ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ განწესებული იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, რაც შეუსაბამო იყო ამ ჟურნალის აკადემიურ დამოუკიდებლობასთან. ამის შესახებ იყო წინასწარი წერილობითი მიმოწერა ჩემს კოლეგებთან და შეთანხმება. ტყუილად ნუ გიხარიათ და ავრცელებთ ცრუ ინფორმაციებს" - წერს ტურავა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს.
ჟურნალის უახლეს გამოცემაში, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა, ტურავა რედაქტორების სიაში არის შეყვანილი, თუმცა ამჟამად ვებგვერდზე ის სიიდან არის ამოშლილი.
ცნობა პირველად მედია Tiflisi24-მა გაავრცელა.





