ევროკავშირი-საქართველო

ტრაგიკულია ევროპულ ბიუროკრატიაში შექმნილი მდგომარეობა – კობახიძე კოსის განცხადებაზე

ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს.

საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით. ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკის განვითარებას, კორუფციის სიმცირეს. ყველა მიმართულებით საქართველო არის გამორჩეული ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა.

რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას პირდაპირ გამოვიდა ევროკომისიის პრესსპიკერი და მხარი დაუჭირა ოთხი ოქტომბრის აქციას. ეს არის ფაქტი. დანარჩენზე ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მსჯელობს. დღესაც ვიღაცეები მიმართავენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინოს ქართველი ხალხის ნება და შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა 2024 წლის ოქტომბერში და შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში და ნუ დაიმცირებენ ასე საკუთარ თავს ასეთი ტყუილებით და სპეკულაციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში.

პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, მარტა კოსის განცხადებაზე. 

კომენტარები